English / ქართული / русский /
გელა ლობჯანიძექეთევან მდინარაძენანა მდინარაძეეკატერინე სანიკიძე
კორონაეკონომიკის გლობალური ტენდენციები და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია  ახალი COVID-19 კორონავირუსის პანდემიის ძირითადი ასპექტები, რომელიც უკვე გახდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ეკონომიკისა და გლობალური ეკონომიკური რეგულირების ინსტიტუტების სიძლიერის გამოცდა. ამ თვალსაზრისით, შესწავლილია ეპიდემიის ეკონომიკის, ანუ, ე.წ. კორონაეკონომიკის უარყოფითი მასშტაბები მსოფლიო ქვეყნებსა და საქართველოში, შემოთავაზებულია არსებული ნეგატიური ზემოქმედების შემცირების გზები და განსაზღვრულია როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკური ზრდის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ასპექტები. 

საკვანძო სიტყვები: კორონავირუსი, კორონაეკონომიკა, გლობალური ტენდენციები, ეკონომიკური ზრდა, მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), ახალი მსოფლიო წესრიგი  (NWO), პროგნოზი, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. 

შესავალი 

კორონავირუსის გლობალურმა ეკონომიკამ აჩვენა პანდემიის ყოვლისმომცველი გავლენა მსოფლიოზე, ცვლილებები წარმოების ფაქტორების მოძრაობაში, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ ზრდაში.  პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ გლობალურ მიწოდებასა და მოთხოვნაზე, არამედ გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, რომელიც წარმოჩინდა საკმაოდ მაღალი რისკებით, მრავალი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავალო ტვირთით და ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგებით, რომლის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შემცირების და შემდგომი განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ადაპტაციური, აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის კონცეპტუალური სამოქმედო რაციონალური სტრატეგიული გეგმის შემუშავება ცალკეულ სახელმწიფოსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობათა გათვალისწინებით.

შეიძლება ითქვას, რომ პანდემია აჩქარებს გლობალური წარმოების გარდაქმნას უფრო მოკლე, რეგიონული და მდგრადი ღირებულების ჯაჭვის შექმნით. მან, ასევე აჩვენა ნაციონალიზმის საზღვრები, არსებული პრობლემების თავისთავად გადაჭრის გათვლით. ამასთან, მთავრობების გადამწყვეტი რეაგირება COVID-19-ის პანდემიაზე აჩქარებს ინდუსტრიული პოლიტიკის აღორძინებას და გულისხმობს პარადიგმების ცვლას, როდესაც არსებობს მოთხოვნა უფრო აქტიურ სახელმწიფოებზე განვითარების პრობლემების გადაჭრაში. აქ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიმუშაოს ამ ტენდენცი-ების მიმართ საერთო მიდგომები, რათა დაჩქარდეს  2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევა, სადაც მნიშვნელოვანია ქვეყნების განვითარება ტრანსფორ-მაციული პროდუქტიული შესაძლებლობებით და საშუალებებით, მ.შ. ახალი, უფრო მდგრადი მრავალმხრივი კონსენსუსით, სტრუქტურული გარდაქმნებით, ეკონომიკური დივერსიფიკაცით და ინდუსტრიალიზაცით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება გლობალურ ეკონომიკურ ლანდშაფტში არსებული პრობლემების გადაჭრისა და COVID-19 პანდემიის ახალი გამოწვევების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით.

ცხადია, გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, საქართველოზე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურად ჩართულ მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე პირდაპირ აისახება სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით, რომელთა გონივრული მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის არსებული წინააღმდეგობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გაიზარდოს საყოველთაო კეთილდღეობა და მიღწეულ იქნეს ცხოვრების მაღალი დონე. 

***

კორონავირუსი 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, რომელმაც განაპირობა გლობალური მასშტაბის სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები. მიუხედავად, იმისა რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიო ბანკი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები გამოსცემდნენ ყოველწლიურ ანგარიშებს სავარაუდო გლობალური ეპიდემიების შესახებ, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული ნეგატიური შედეგები მოყოლოდა გლობალური ეკონომიკი-სათვის და,  მიუხედავად თანამედროვე, ბოლო წლებში, სამედიცინო სფეროში მიღწეული დიდი პროგრესისა, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა, მაინც გარკვეულწილად ვერ აღმოჩნდა მზად ეფექტურად გამკლავებოდა გლობალურ პანდემიას და მისგან გამოწვეულ მრავალმხრივ კრიზისებს.

მიმდინარე გლობალური პროცესების აქტუალურ დინამიურ პირობებში, საინფორმაციო რევოლუციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მძაფრი და სწრაფი განვითარებისას სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაცია, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, საგრძნობლად დაჩქარდა და გაძლიერდა. ცალკეულ სახელმწიფოთა ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამართლებრივი და საინფორმაციო ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის განვითარებამ ისეთ დონეს მიაღწია, როდესაც მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა თვისობრივად ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, რომლის ფარგლებში ყველა ცივილი-ზაცია კარგავს იდენტობას და თავისუფლდება ნაციონალიზმის ე. წ. ,,ნარჩენებისგან“.

ახალი მსოფლიო წესრიგი  (ინგლ. „New World Order“, შემოკლებით „NWO“) ცნობილია როგორც მსოფლიოს პოლიტიკური აზროვნების ძირეული ცვლილებისა და ძალთა ბალანსის გამომხატველი ახალი ეპოქა ე.წ. იდეალური შესაძლებლობა, მსოფლიო ხელისუფლების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომელიც გლობალური პრობლემების (გლობალიზაცია, სიღარიბე და ჩამორჩენილობა, მშვიდობა და დემილიტარიზაცია, კვებითი, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგიური, დემოგრაფიული, ადამიანური პოტენციალის განვითარება და სხვ.) გადაჭრაში, დღესაც  მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. [1]

ცნობილია, რომ გლობალიზაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია საერთაშორისო სისტემის სტრუქტურისა და მსოფლიო წესრიგის ძირეული ცვლილება, სადაც ყოველ ისტორიულ პერიოდში განსხვავებულია საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი, ძალთა გადანაწილებისა და ერთმანეთთან ურთი-ერთობის ფორმები. თუმცა, ამავე დროს, XX საუკუნის 80-90 წლების მიჯნაზე მსოფლიოში მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა ცვლილებებმა მთელი სიმწვავით წამოჭრა საკითხი ახალი ვითარების შესახებ, მსოფლიო ცივილიზაციის გლობალიზაციიდან ნაციონალიზმისა და რეგიონალიზმისკენ მისწრაფების სახით ანუ წარმოჩინდა გლობალიზაციის ტენდენციების შესუსტება და ნაციონალიზმის და რეგიონალიზმის გაძლიერება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსის დაცვა ეროვნული ინტერესების უზენაესობასა ანუ გლობალიზაციის შედეგს (პროდუქტს) და გლობალურ პროცესებს შორის, სადაც გაითვალისწინება ორივე მიმართულების პოზიტიური და გამოირიცხება ნეგატიური მხარეები [2].

2020 წელი ე.წ. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რაც მთელ რიგ სფეროებში სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობების შემცირებაში გამოიხატა, სახელდობრ, დაწესებული შეზღუდვების ფონზე მკვეთრად შეფერხდა ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობა, გაუარესდა ერთობლივი მოთხოვნა, სამრეწველო და ტურიზმის სექტორები, დაირღვა მიწოდების ჯაჭვი და წარმოების პროცესი, სავაჭრო პარტნიორების მხრიდან შემცირებული მოთხოვნის გამო, ხოლო საწარმოების დახურვასთან ერთად დაეცა წარმოების მოცულობა და გაყიდვებიც, ამას დაემატა ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, რის შედეგად შემცირდა ექსპორტი და ინვესტიციების მოცულობა, ასევე, მნიშვნელოვნად გაუარესდა როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნეს განწყობები, რამაც ღრმა რეცესიამდე მიიყვანა როგორც განვითარებული, ასევე მზარდი და განვითარებადი ქვეყნები; თუმცა, წლის მეორე ნახევარში, შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად, ეკონომიკური აქტივობის მცირედი გაუმჯო-ბესება შეიმჩნევა. საერთო ჯამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აპრილის პროგ-ნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 3.3 %-ით შემცირდა, ხოლო ვირუსის გავრცელების ტემპების შენელების შემდეგ, მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის დასტაბილურება და 2021 წელს 6 %-იანი ზრდაა პროგნოზირებული (იხ. ცხრილი 1) [3].

      მართალია, პანდემიის გამოცხადების ფონზე, მსოფლიოს უმრავლეს სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმთავრესი ყურადღება სრულად გადატანილ იქნა  ჯანდაცვისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პრობლემებზე, თუმცა  პარალელურად გასათვალისწინებელია ამ პანდემიის გავლენა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები როგორც მსოფლიოს, ასევე, საქართველოს პოსტპანდემიურ და პოსტკრიზისულ განვითარებაზე. ვირუსის გავრცელების შეზღუდვა, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარება და ვაქცინებთან დაკავშირებული დაძლევა წარმოადგენს პოლიტიკის მთავარ გამოწვევებს და პრიორიტეტებს.

       ცხადია, ყოველ  დროში გლობალურ კრიზისს თავისი მახასიათებლები აქვს მ.შ.  დღევანდელ კორონავირუსულ პანდემიას, სადაც მნიშვნელოვანია კრიზისის შემცირებისთანავე რისკების დაბალანსება და გარკვეული დასკვნების გამოტანა, როგორც შესაბამისი ანტიკრიზისული მართვის, ასევე პოსტკრიზისული პერიოდის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თვალსაზრისით, სადაც საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულობის   ხელშეწყობამ  უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ინკლუზიური აქტიური, ეფექტიანი ქმედებები და ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ. ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩოში ხაზგასმულია, რომ ,,კრიზისის შემდგომი აღდგენა უნდა წარიმართოს პრინციპით „აღვადგინოთ უკეთესად“. პანდემიამ გამოაშკარავა, რომ მსოფლიოს ტრადიციული ეკონომიკური მოდელები გამოფიტული და არამდგრადია, ხოლო განვითარების მწვანე გზა, შრომის მიმართ უფრო სამართლიანი დამოკიდებულება, საყოველთაო სოციალური დაცვა და პლანეტის უსაფრთხოებისთვის გარემოზე ზრუნვა თანამედროვეობის იმპერატივს წარმოადგენს“. [4, 5].

ცხრილი  1

მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2019-2022 წწ. [3] 

მაჩვენებლები

რეალური მშპ,

წლიური ცვლილება, %

2019

2020

პროგნოზი

2021

2022

1

2

3

4

5

წარმოების მსოფლიო მოცულობა

2.8

-3.3

6.0

4.4

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები

1.6

-4.7

5.1

3.6

აშშ

2.2

-3.5

6.4

3.5

ევრო-ს ზონა

1.3

-6.6

4.4

3.8

გერმანია

0.6

-4.9

3.6

3.4

საფრანგეთი

1.5

-8.2

5.8

4.2

იტალია

0.3

-8.9

4.2

3.6

ესპანეთი

2.0

-11.0

6.4

4.7

იაპონია

0.3

-4.8

3.3

2.5

გაერთიანებული სამეფო

1.4

-9.9

5.3

5.1

კანადა

1.9

-5.4

5.0

4.7

განვითარებული ეკონომიკის სხვა ქვეყნები

1.8

-2.1

4.4

3.4

საბაზრო ეკონომიკის ფორმირებადი და განვითარებადი ქვეყნები

3.6

-2.2

6.7

5.0

საბაზრო ეკონომიკის ფორმირებადი და განვითარებადი აზიის ქვეყნები

5.3

-1.0

8.6

6.0

ჩინეთი

5.8

2.3

8.4

5.6

ინდოეთი

4.0

-8.0

12.5

6.9

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის 5 სახელმწიფო - ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები და სინგაპური,   (ACEAN -5)

4.8

-3.4

4.9

6.1

საბაზრო ეკონომიკის ფორმირებადი და განვითარებადი ევროპის ქვეყნები

2.4

-2.0

4.4

3.9

რუსეთი

2.0

-3.1

3.8

3.8

ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი

0.2

-7.0

4.6

3.1

ბრაზილია

1.4

-4.1

3.7

2.6

მექსიკა

-0.1

-8.2

5.0

3.0

ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია

1.4

-2.9

3.7

3.8

საუდის არაბეთი

0.3

-4.1

2.9

4.0

აფრიკის ქვეყნები საჰარიდან აღმოსავლეთამდე

3.2

-1.9

3.4

4.0

ნიგერია

2.2

-1.8

2.5

2.3

სამხრეთ აფრიკა

0.2

-7.0

3.1

2.0

მსოფლიო ზრდა ბაზრის გაცვლითი კურსის საფუძველზე

2.4

-3.6

5.8

4.1

ევროკავშირი

1.7

-6.1

4.4

3.9

1

2

3

4

5

შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა

0.8

-3.4

4.0

3.7

განვითარებადი ბაზარი და საშუალო შემოსავლის მქონე  ქვეყნის ეკონომიკები

3.5

-2.4

6.9

5.0

განვითარებადი ქვეყნები დაბალი შემოსავლებით

5.3

0.0

4.3

5.2

ვაჭრობის მსოფლიო მოცულობა (საქონელი და მომსახურება)

0.9

-8.5

8.4

6.5

იმპორტი

განვითარებული ეკონომიკები

1.7

-9.1

9.1

6.4

დანარჩენი ბაზარი და განვითარებადი ეკონომიკები

-1.0

-8.6

9.0

7.4

ექსპორტი

განვითარებული ეკონომიკები

1.3

-9.5

7.9

6.4

დანარჩენი ბაზარი და განვითარებადი ეკონომიკები

0.5

-5.7

7.6

6.0

საქონლის ფასები (აშშ დოლარი)

ნავთობი

-10.2

-32.7

41.7

-6.3

არასაწვავი (საქონლის მსოფლიო იმპორტის საშუალო წონებზე დაყრდნობით)

0.8

6.7

16.1

-1.9

სამომხმარებლო ფასები

განვითარებული ეკონომიკები

1.4

0.7

1.6

1.7

დანარჩენი ბაზარი და განვითარებადი ეკონომიკები

5.1

5.1

4.9

4.4

           

ნიშანდობლივია, რომ დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები კვლავ განაგრძობს ზრდას (იხ. ცხრილი 2), რომლის ტემპი ქვეყნების მიხედვით ცვალებადია სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებიდან გამომდინარე, რამაც თანამედროვე მსოფლიოზე ცალსახად უარყოფითი გავლენა მოახდინა და  კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო სოციალურ-ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. ცხადია, ასეთ პირობებში, COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა, სადაც ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია დროული რეაგირება, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის გააქტიურება, დაინფიცირებული პირების ეფექტური იზოლირება, მკურნალობა და ინფექციის წყაროს საფუძვლიანი მოძიება, ოპერატიულად შექმნილი ვებ-პორტალის, ხელმისაწვდომი დისტანციური საჯარო სერვისების და მთლიანობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების სრულყოფა და მათი ეფექტიანობის ამაღლება. ამასთან, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის და სხვა ეპიდსაწინაღმდეგო ზომების გაგრძელება მანამ, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ვაქცინასთან ერთად, რითაც პანდემიის დამარცხების შესაძლებელობა გახდება, ანუ ვაქცინით და სხვა საშუალებებით უნდა მოხდეს პრევენცია და მედიკამენტით უმრავლესობის განკურნება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის დანერგვისა და ადმინისტრირების მიუხედავად, მოვლენების შეფასებიდან გამომდინარე, როგორც არსებული ვითარებიდან ირკვევა, პანდემია კიდევ დიდხანს იმოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. ასეთ ვითარებაში ცხადია, ყველა  აქტივობა მთლიანობაში მეტი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, ითვალისწინებს პანდემიით მნიშვნელოვნად დაზარა-ლებული ქვეყნების ეკონომიკის გამოცოცხლებას, სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას.

ცხრილი 2

CIVID 19-ისსტატისტიკამსოფლიოშიზოგიერთისახელმწიფოსმიხედვით, 2021 წელი,

10 მაისი [6,7,8]

ქვეყნები

მაჩვენებლები

ინფიცირებული

მოსახლეობასთან / %

განკურნებული

ინფიცირებულები/%

გარდაცვლილი

ინფიცირებულები/%

ვაქცინირებული

მოსახლეობასთან/%

მსოფლიო, ..

159 479 661 / 2.03

137 108 458/85.97

3 314 140/2.08

1 169 887 754/ 14.84

ევროპა

45 630 946 / 6.08

41 118 388 / 90.11

1 037 083 / 2.27

182 231 581 / 24.29

აზია

44 299 461 / 0.95

38 353 906 / 86.58

574 477 / 1.30

214 983 549 / 4.59

ჩრდილოეთ ამერიკა

38 861 865 / 6.50

30 919 469 / 79.56

871 685 / 2.24

186 591 601 / 31.23

სამხრეთ ამერიკა

25 944 656 / 5.96

23 535 889 / 90.72

704 886 / 2.72

57 125 062 / 13.13

აფრიკა

4 678 265 / 0.34

4 212 716 / 90.05

124 792 / 2.67

14 509 207 / 1.06

ავსტრალია და ოკეანეთი

63 747 / 0.15

60 754 / 95.31

1 202 / 1.89

446 754 / 1.03

საქართველო

322 468   / 8.08

302 428 / 94.10

4 305 / 1.34

62 477 / 1.57

აშშ

33 486 075 / 10.07

26 449 089 / 78.99

595 919 / 2.67

151 315 505 / 45.71

კანადა

1 290 670 / 3.42

1 185 714 / 91.87

24 655 / 1.91

14 411 049 / 38.18

ბრაზილია

1 626 071 / 0.76

1 072 229 / 65.94

65 556 / 4.03

35 253 389 / 16.59

რუსეთი

4 888 727 / 3.35

4 502 906 / 92.11

113 647 / 2.33

13 056 228 / 8.95

ინდოეთი

22 940 516 / 1.65

18 970 018 / 82.70

249 183 / 1.09

133 366 482 /9.66

დიდი ბრიტანეთი

4 437 217 / 6.54

4 250 699 / 95.80

127 609 / 2.88

35 371 669 / 53.07

ესპანეთი

3 581 392 / 7.66

3 274 808 / 91.44

78 895 / 2.20

13 091 681 / 27.89

პოლონეთი

2 835 083 / 7.50

2 576 034 / 90.86

70 034 / 2.47

10 185 393 / 26.82

იტალია

4 116 287 / 6.81

3 619 586 / 87.93

123 031 / 2.99

16 658 712 / 27.6

ირანი

2 673 219 / 3.18

2 127 192 / 79.57

75 261 / 2.82

1 231 652 / 1.47

მექსიკა

2 365 792 / 1.82

1 886 233 / 79.73

218 985 / 9.26

13 715 159 / 12.36

თურქეთი

5 044 936 / 5.93

4 743 871 / 94.03

43 311 / 0.86

14 545 524 / 17.74

გერმანია

3 532 096 / 4.20

3 175 600 / 89.91

85 420 / 2.42

23 492 053 / 32.37

საფრანგეთი

5 780 379 / 8.86

4 917 393 / 85.07

106 684 / 1.85

17 530 522 / 26.16

საბერძნეთი

363 904 / 3.50

323 458 / 88.89

11 089 / 3.05

2 450 349 / 23.61

ისრაელი

838 953 / 9.69

831 620  / 99.13

6 378 / 0.76

5 419 308 / 62.61

იაპონია

640 044 / 0.51

559 553 / 87.42

10 876 / 1.70

3 091 529 / 2.44

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

1 596 595 / 2.69

1 516 256 / 94.97

54 735 / 3.43

382 480 / 0.64

ჩინეთი

90 769 / 0.0063

85 835 / 94.57

4 636 / 5.11

324 307 000 / 22.53

ამასთან, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში პანდემიამ შეიძლება გამოიწვევს ისეთი პრობლემები, როგორიცაა სპეკულაციური გარღვევები, ფასების, კომპანიების მომხმარებლებთან ურთიერთობის სახეების, მიწოდების ჯაჭვის, ბიზნეს მოდელების ცვლილებები, სავალო კრიზისი და IT ინფრასტრუქტურის ჩამოშლა. ამავდროულად, დაჩქარებულმა ციფრულმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბერშეტევათა რაოდენობის, ხოლო სახლიდან რეგულარულმა დისტანციურმა მუშაობამ კი,  – ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა. ასევე, საყურადღებოა კლიმატის ცვლილება და გარემოსთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურ სამყაროს და აბრკოლებს მთელი რიგი ქვეყნების შემდგომ განვითარებას.

მსოფლიოს მასშტაბით, განურჩევლად ქვეყნისა და სექტორისა, მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველაზე ძლიერ დაზარალდა საკვები პროდუქტების მწარმოებელი, საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებები, კვების ობიექტები, ასევე, განთავსების საშუალე-ბები, მრეწველობის, ტურიზმის, სამოგზაურო ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის  სექტორი. კორონავირუსის გამო გაკოტრდა ათასობით კომპანია, სამსახურის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი, შემცირდა როგორც მსოფლიოს, ასევე ცალკეულ სახელმწიფოთა მ.შ. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები (იხ. ცხრილი 1 და 3).

2020 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 6.2 %-ით შემცირდა. ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მეტად მომსახურების სფეროს შეეხო, რომლის წვლილი, არსებული შეფასებით, -5.8 % იყო. შედარებით ნაკლებად შემცირდა ინდუსტრიული დარგები (-0.6 პპ), ხოლო მცირედით გაიზარდა სოფლის მეურნეობა და დადებითმა წვლილმა 0.2 პპ შეადგინდა.  ამასთან, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ $ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 %-ით ნაკლებია; ექსპორტი შემცირდა 12 %-ით და 3 342.1 მლნ აშშ $ შეადგინა, ხოლო იმპორტი შემცირდა 15.9 %-ით და 8 005.6 მლნ აშშ $-ით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, Ⴑაქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2020 წელს 18 %-ით შემცირდა თანხაში (1 056 მლნ აშშ $-ით) და 4 663.4 მლნ აშშ $ შეადგინა, რომელთა გადაჭრის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას.

საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების მკვეთრი ვარდნის (მთლი-ანი შემოდინება: -2.7 მლრდ აშშ $ და წმინდა შემოდინება: -2.3 მლრდ აშშ $) ფონზე, მომ-სახურების ბალანსის პროფიციტი არსებითად შემცირდა (-2.0 მლრდ აშშ $) და მიმდინარე ან-გარიშის დეფიციტის გაუარესება განაპირობა. 2020 წელს, მიუხედავად კლებისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) იყო. საქართველოში განხორციელებულმა პუი-მა 616 მლნ აშშ $ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 57 %-ით ნაკლებია. პუი-ის უდიდესი ნაწილი საფინანსო, სამთომოპოვებითი, დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების მიმარ-თულებით განხორციელდა, ხოლო წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები უმეტესად შემ-ცირებულია ენერგეტიკის, სასტუმროები-რესტორნებისა და ტრანსპორტის დარგებში. [9, 10]

განსაკუთრებულად საყურადღებოა, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, რომელმაც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მლრდ აშშ $ (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ის 127.7 %-ია. ხოლო, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ $ (31.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 61.3 %-ია [კრიტიკულ ზღვარია მშპ-ის 60%], რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ აშშ $ (24.3 მლრდ ლარი და მშპ-ის 46.8 %), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 583.2 მლნ აშშ $ (1.9 მლრდ ლარი და მშპ-ის 3.7 %), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ $(2.6 მლრდ ლარი და მშპ-ის 5.1 %) და 923.6 მლნ აშშ $ (3.0 მლრდ ლარი და მშპ-ის 5.8 %). ამასთან, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ $ (14.4 მლრდ ლარი და მშპ-ის 27.7 %), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.6 მლრდ აშშ $ (15.2 მლრდ ლარი და მშპ-ის 29.1 %) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ $ (10.6 მლრდ ლარი და მშპ-ის 20.4 %).

       ცხრილი 3

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები 

მაჩვენებლები

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

წყარო

1

2

3

4

5

6

7

8

9

მოსახლეობა წლის ბოლოს,

ათასი კაცი

3,722

3,729

3,726

3,730

3,723

3,717

3,729

საქსტატი

უმუშევრობის დონე, %

23.0

21.9

21.7

21.6

19.2

17.6

18.5

საქსტატი

წლიური ინფლაცია (დეკემბერი/დეკემბერთან),%

2.0

4.9

1.8

6.7

1.5

7.0

2.4

საქსტატი

მშპ, მლრდ ლარი

31.1

33.9

35.8

40.8

44.6

49.3

49.4

საქსტატი

მშპ, მლრდ აშშ დოლარი 

17.6

14.9

15.1

16.2

17.6

17.5

15.9

საქსტატი

მშპ რეალური ზრდა, %

4.4

3.0

2.9

4.8

4.8

5.0

-6.2

საქსტატი

მშპ ერთ სულზე, აშშ დოლარი

4,739

4,013

4,062

4,359

4,722

4,69

4,275

საქსტატი

მშპ ერთ სულზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, PPP (მიმდინარე საერთაშორისო $)

11,583

12,100

12,855

13,596

14,584

15,634

15,142

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

დანაზოგის დონე (ეროვნული დანაზოგი/მთლიან ეროვნულ განკარგვად შემოსავალთან), %

14.3

13.8

17.2

18.7

20.6

19.1

13.4

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ)

მიმდინარე ანგარიში/მშპ, %

-10.1

-11.8

-12.5

-8.0

-6.8

-5.5

-12.4

სებ

საგარეო სავაჭრო გახსნილობა (საქონლისა და მომსახურების ექსპორტი+საქონლისა და მომსახურების იმპორტი)/მშპ, %

96.8

98.8

96.8

104.0

111.8

118.2

93.7

სებ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები/მშპ, %

10.4

11.6

10.9

12.2

7.4

7.5

3.9

სებ

საერთაშორისო რეზერვები, მლრდ აშშ $

2.7

2.5

2.8

3.0

3.3

3.5

3.9

სებ

საერთაშორისო რეზერვები საქონლისა და მომსახურების იმპორტის თვეებით

3.2

3.5

4.0

3.9

3.7

3.8

5.2

სებ

მთლიანი საგარეო ვალი/მშპ, %

79.3

102.4

105.3

106.6

101.3

106.6

127.7

სებ

მთავრობის საგარეო ვალი/მშპ, %

24.1

29.4

30.9

32.6

30.6

32.8

46.8

სებ

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (საშუალო წლიური ცვლილება), %

1.9

-4.6

3.4

-2.2

1.0

-5.4

-2.9

სებ

ფისკალური დეფიციტი/მშპ, %

-2.6

-2.3

-2.7

-3.0

-2.1

-2.1

-9.3

სებ

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, მლრდ ლარი

13.0

16.0

18.9

22.3

26.6

31.9

38.2

სებ

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდა, %

23.8

23.5

18.1

17.8

19.3

20.0

19.7

სებ

კომერციული ბანკების სესხების ზრდა, გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენის გამორიცხვით, %

18.3

6.1

10.8

18.6

17.8

16.2

9.1

სებ

დეპოზიტები კომერციულ ბანკებში, მლრდ ლარი

11.6

14.3

17.0

19.8

23.0

26.2

34.6

სებ

დეპოზიტები კომერციულ ბანკებში, ზრდა, %

20.2

23.5

18.2

16.8

16.1

13.9

31.9

სებ

1

2

3

4

5

6

7

8

9

დეპოზიტების ზრდა კომერციულ ბანკებში, გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენის გამორიცხვით, %

15.7

5.9

10.8

17.0

14.4

9.3

20.8

სებ

კომერციული ბანკების აქტივები/მშპ, %

66.2

74.2

84.1

84.9

89.0

95.8

115.1

სებ

დეპოზიტების დოლარიზაცია (საბანკო სექტორი), %

60.2

69.5

71.4

65.6

63.1

64.1

61.4

სებ

სესხების დოლარიზაცია (საბანკო სექტორი), %

60.8

64.6

65.4

57.1

57.1

55.4

55.7

სებ

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, %

4.00

8.00

6.50

7.25

7.00

9.00

8.00

სებ

საპროცენტო განაკვეთი ლარით გაცემულ სესხებზე, %

17.5

19.4

18.2

16.8

15.7

15.4

14.4

სებ

საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, %

10.5

10.3

8.7

7.9

7.6

6.3

6.9

სებ

S&P

BB-

BB-

BB-

BB-

BB-

BB

BB

სტანდარდ
ენდ ფუარს

FITCH

BB-

BB-

BB-

BB-

BB-

BB

BB

ფიჩ რეიტინგს

MOODY'S

Ba3

Ba3

Ba3

Ba2

Ba2

Ba2

Ba2

მუდის კორპორაცია

SCOPE

BB

BB

BB

სარეიტინგო სააგენტო სქოუფი

ადამიანის განვითარების ინდექსი (რეიტინგი/ქვეყანა)

0.765 (76/188)

0.771 (70/188)

0.776 (71/189)

0.780 (70/189)

0.786 (70/189)

0.812 (61/189)

გაეროს
განვითარების პროგრამა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რეიტინგი (ადგილი/ქვეყანა)

4.22 (69/144)

4.22 (66/140)

4.32 (59/138)

4.28 (67/135)

60.9 (66/140)

60.6 (74/141)

მსოფლიო
ეკონომიკური
ფორუმი

ბიზნესის კეთება (რეიტინგი/ქვეყანა)

15/189

24/189

16/190

9/190

9/190

6/190

7/190

მსოფლიო ბანკი

ამასთან, საქართველოს წმინდა საგარეო ვალი, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ $ (40.1 მლრდ ლარი) შეადგინს, რაც 2020 წლის მშპ-ის 77.0 %-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ $ (19.0 მლრდ ლარი) და მშპ-ის 36.5 %-ია. ასეთ პირობებშია, ცხადია, ლარის გაუფასურების რისკი ვალის ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს. მთლიანი საგარეო ვალის 92.1 % დენომინირებულია უცხოური ვალუტით და შესაბამისად, გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში ვალის ტვირთი უფრო მეტად გაიზრდება, ხოლო თავის მხრივ,  საგარეო ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯის ზრდა ამცირებს ბიუჯეტის განკარგვად შემოსავლებს. ასევე, საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობებს, ერთის მხრივ, გაზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მომავალში და მეორეს მხრივ, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხე შეექმნას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. [9, 10]

საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 2020 წელს 18.5 % შეადგინა , რაც 2019 წელთან შედარებით 0.9 პპ-ით მეტია და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება [1$=3.4-3.5 ლარი], რაც ძირითადად ახალი კორონავირუსის მორიგი ტალღის, პოლიტიკური არასტაბილურობის და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინებით იქნა განპირობებული. ასევე, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება, ჯერ კიდევ დროში გახანგრძლივებული პანდემია და ვაქცინაციის ნელი პროცესი, ტურიზმის და სამოგზაურო ინდუსტრიის აღდგენის ნელი ტემპები, მაღალი რისკების შემცველი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოლიტიკური  დაძაბულობა და დესტაბილიზაციის მოლოდინი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო და სხვა რისკები.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ეფექტიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მდგრადი საფინანსო-ეკონომიკური სისტემის არსებობა, სტაბილური მაკროეკონომიკური, ფინანსური გარემოს და, სხვა პოზიტიური მდგომარეობების შენარჩუნება, რომლებიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო და სხვადასხვა რეიტინგებში პოულობს ასახვას. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-მდე გაზარდა. 2019 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ,,Standard&Poor's“-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი ,,BB“ დონემდე აწია, სტაბილური პერსპექტივით. იმავე წელს, მეორე დიდმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ,,Fitch Ratings“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ,,BB-“-დან ,,BB“-მდე გაზარდა. 2020 წელს, COVID-19 პანდემიის მიერ ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს აქტივობებზე უარყოფითი ზეგავლენის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გამო ფისკალური ზეწოლისა და საგარეო რისკების ზრდის გამო, ,,Fitch Ratings“-მა ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურიდან უარყოფითამდე შეამცირა, თუმცა, რეიტინგი კვლავ ,,BB“ დონეზე დატოვა. რეიტინგის შენარჩუნება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. ამასთან აღსანიშნავია, 2020 წლის გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის (GHS) მიხედვით შეფასება, შემდეგი კრიტერიუმებით – პრევენცია, აღმოჩენა და აღრიცხვა, რეაგირების სისწრაფე, ჯანდაცვის სისტემა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა, რისკიანი გარემო, სადაც საქართველოს მზაობა შეფასდა 52.0 ქულით (მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 51.9 უტოლდება) და 195 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს დაიკავა. ინდექსის მიხედვით, ბიოლოგიური საფრთხეების მიმართ ყველაზე მაღალი მზაობა მსოფლიოში აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიას აქვს, ხოლო რეგიონის ქვეყნებიდან თურქეთი 40-ე, სომხეთი – 44-ე, რუსეთი – 63-ე, აზერბაიჯანი – 117-ე ადგილს იკავებს. [9, 10, 11]

ცხადია, საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასეთი შეფასება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

უცხოური გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვანია ახალი რეალიების გათვალისწინება და ჩვენი ქვეყნის ეფექტიანი ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა უწინარეს ყოვლისა დაცულ იქნეს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები, თვით სახელმწიფოს/ხელისუფლების, ბიზნესის და საზოგადოების ეფექტური კოორდინირებული ჩართულობით. აღსანიშნავია,  რომ  სახელმწიფო–კერძო პარტნიორობა [PPP  (Public-Private-Partnership)] არის მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური და, მთლიანობაში, სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ცალკეული კორპორაციების ხანგრძლივი ურთიერთქმედების შედეგად. როგორც, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, სწორედ სახელმწიფო ორგანოებისა და ბიზნეს სექტორის ერთიან, აქტიურ, კოორდინირებულ და შეთანხმებულ  თანამშროლობას მოიცავს კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკის რაციონალურ და ოპტიმალურ მართვას, რათა დაძლეულ, ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კრიზისის უარყოფითი შედეგები, ხოლო თითოეული მათგანის მიერ გაწეული ძალისხმევა კი, მიმართული – მაქსიმალურად ეფექტიანი  საბოლოო შედეგების მისაღებად [გ. ქეშელაშვილი გ., 2019: 43-45].

დღესდღეობით არსებული მრავალი გამოწვევის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია გლობალური თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, ციფრული ტექნოლოგიებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის ინვესტიციების პრიორიტეტების რაციონალური განსაზღვრის, მმართველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სადაც მნიშვნელოვანია მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაში მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ბიზნესის სტაბილურობის ხელშეწყობა ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფით, ინვესტიციების მოზიდვა, როგორც პირდაპირი, ისე შუამავალი ინსტიტუტების მეშვეობით, ექსპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირება  და სხვ.

გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციების, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ქვეყანას სჭირდება მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მიზნობრივი სტრატეგია, სადაც უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, კონსტიტუციური მოწყობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, ეროვნული ფასეულობებისა და ინტერესების მყარი სისიტემის შექმნა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია ქვეყანამ ადექვატურად უპასუხოს XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბების გონივრული მართვის, მისი სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური უსაფრთხოების მთელი რიგი საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის თვალსაზრისით. აქ ნიშანდობლივია, საქართველომ, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანამ, სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდისათვის რაციონალურად გამოიყენოს მნიშვნელოვან საერთაშორისო ინტეგრაციულ ურთიერთობებში საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის ჩართულობა და უზრუნველყოს ქვეყანა საკმარისი რესურსებით, რათა ხელი შეეწყოს სახელმწიფოს მდგრად განვითარებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით იმპორტჩანაცვლებადი სფეროების განვითარება და საკრედიტო რესურსის მიზნობრიობის სწორად განსაზღვრა.

საქართველოს აქვს სრული შესაძლებლობა  გადადგას სამრეწველო სექტორში სტრატეგიული ნაბიჯები, რათა ხელი შეეწყოს რესურსების გადანაცვლებას უფრო მაღალპროდუქტიული და დამატებითი ღირებულების მქონე დარგებისკენ. პირდაპირი უცხოური და კაპიტალური ინვესტიციების მოზიდვა საექსპორტო დარგებში საქართველოს დაეხმარება, ღირებულების ჯაჭვის მეტ კომპონენტში მიიღოს მონაწილეობა, გააფართოოს ექსპორტის სფერო და დადებითი გავლენა იქონიოს დასაქმებასა და შემოსავლებზე.

განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების ვალდებულება ქვეყნის როგორც კრიზისიდან გამოყვანაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელსაც ევალება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მშვიდობიანი, სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება, რათა  საქართველო გლობალური კრიზისების შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს და გამოწვევებს გაუმკლავდეს ისე, რომ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და მიაღწიოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. 

დასკვნა 

ამრიგად, გამოწვევებით სავსე 2020 წელმა მკვეთრად შეცვალა სამყარო, COVID-19 პანდემია სრულიად უპრეცედენტო მოვლენა გახდა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალური ეკონომიკის სტრუქტურაზე, ასობით მილიონი ადამიანის ცხოვრების წესზე და გამოიწვია კრიტიკული ცვლილებები, მულტიფაქტორული სისტემური კრიზისი  ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში, რთული სისტემების მძლავრი და სინქრონული რეაქციები მსოფლიო მთავრობების მხრიდან.

გლობალური ტურბულენტობისა და ეკონომიკის კორონავიზაციის, ეკონომიკური ვარდნის, რეცესიის და სტაგფლაციის პირობებში, ეკონომიკის რეალურ სექტორში რეალური საქონლის წარმოების შემცირების ფონზე, გლობალური ცივილიზაციის ეპოქაში რეალური სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული სამყაროს ხელახლა შექმნისას, დღეს  მსოფლიო ეკონომიკას სჭირდება განვითარების ახალი, ტრადიციული ზნეობრივი პარადიგმა, გლობალური დირიჟიზმის ახალი ეფექტური მექანიზმების განსაზღვრისა და სახელმწიფოს მართვის მექანიზმების სრულყოფის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით და საქართველოს ეკონომიკის განვითარების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი პრაქტიკული რეკომენდაციების და ღონისძიებების გათვალისწინება, მათი გონივრული მართვა და ეფექტიანი განხორციელება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/ახალი_მსოფლიო_წესრიგი_(შეთქმულების_თეორია)
  2. https://commersant.ge/ge/post/axali-msoflio-wesrigi-rogor-aisaxeba-es-saqartveloze
  3. International Monetary Fund. 2021. World Economic Outlook: Managing Divergent Recoveries. Washington, DC, April. 192 p.
  4. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/coronavirus.html
  5. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2020/covid-recovery-plan.html
  6. https://www.worldometers.info/coronavirus/
  7. https://www.sortiraparis.com/news/coronavirus/articles/240384-vaccine-in-the-world-as-of-datadatestodayfrlatest-the-percentage-of-people-vacci/lang/en
  8. https://index.minfin.com.ua/reference/coronavirus/geography/
  9. http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=113842&lang=geo
  10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროს მასალები
  11. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ეროვნული ბანკის მასალები
  12. ქეშელაშვილი გ., 2019, ანტიკრიზისული მენეჯმენტი. თბილისი, 381 გვ.